“სამი კვირის წინ ვიყავი ევროპარლამენტში. ვისაუბრე იმაზე, თუ რატომ აღიარა ევროსაბჭომ რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად და რატომ უნდა გაეკეთებინა ეს ევროპარლამენტს.
დღეს ევროპარლამენტარებმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორად აღიარეს.
რუსეთმა კი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო შეტევა განახორციელა.
დროული იყო ამ დადგენილებების მიღება ომის დასაწყისში, ახლა ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ რეზოლუციები, არამედ ბევრი თვითმფრინავი. თვითმფრინავით – გავანადგურებთ პარაზიტების ქვეყანას, ლპობის, ფსკერისა და ნაძირლების ქვეყანას”.
წერს უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო.