გოგონას, რომელიც ინფიცირებული დედ-მამის გადარჩენას ითხოვდა, მშობლები გარდაეცვალა

ახალგაზრდა გოგოს, რომელიც ფეისბუქზე კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნის თხოვნით ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თავ­და, ambebi.ge–ს ინფორმაციით, დედა გუშინ, მამა კი დღეს დილით გარდაეცვალა.

მა­რი­ამ კა­კა­უ­რი­ძე წერ­და, რომ მის მშობლებს მკურ­ნა­ლო­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში სჭირდებოდათ, თუმ­ცა ად­გი­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო მათი იქ მო­თავ­სე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა.

მისი თქმით, გამოძახებაზე სასწრაფო დაგვიანებით მივიდა, რის შემდეგაც მამამისი კლინიკა გორმედში გადაიყვანეს, თუმცა მას არც დამამაშვიდებელი გაუკეთეს და არც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

“ჩემი მშობ­ლე­ბი სახ­ლში მკურ­ნა­ლობ­დნენ! გახ­დნენ შე­უძ­ლოდ მა­მას გა­უ­კე­თეს პსრ ტეს­ტი და და­აწ­ვი­ნეს კლი­ნი­კა ბო­მონდში. 3 დღის შემ­დეგ მო­ვი­და უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი და გა­მო­წე­რეს სახ­ლში! თბი­ლი­სი­დან ჩა­სულს მამა დამ­ხვდა ცუ­დად, ვრე­კავ 112-ში და ვე­ლო­დე­ბი მათ 2 სა­ა­თი არა­ვინ მო­დის, ჩე­მით მიმ­ყავს გორ­მე­დის კლი­ნი­კა­ში, გზა­ში გა­მიხ­და უფრო ცუ­დად… ვი­ძა­ხებ გო­რის სას­წრა­ფოს და მო­დი­ან 30 წუთ­ში და­ახ­ლო­ე­ბით, მა­მას­თან არა­ვინ ჯდე­ბა მედ­პერ­სო­ნა­ლი და მე და­ვუ­ჯე­ქი! გორ­მედ­ში მი­სუ­ლე­ბი 1 სა­ა­თი და­ახ­ლო­ე­ბით დე­რე­ფან­ში ვი­ყა­ვით, არა­ვინ გა­უ­კე­თა და­მამ­შვი­დე­ბე­ლი სა­ნამ არ ვიყ­ვი­რეთ. გა­მოჩ­ნდა 2 ღვთის­ნი­ე­რი ექი­მი და იმათ მი­მი­ხე­დეს და მო­მიყ­ვა­ნეს დღემ­დე! ახლა, მა­მას სჭირ­დე­ბა სას­წრა­ფო რე­ა­ნი­მა­ცია 2 დღეა და არა­ფე­რია ! 1505 112 ს მი­მარ­თეო, 112-მა ექი­მე­ბი აგ­ვა­რე­ბე­ნო, ექიმ­მა შენ იპო­ვე ექი­მიო ! მა­მას აქვს კო­ვი­დი და ინ­სულ­ტი”,– წერდა კიკაურიძე.

ის დედამისის შესახებაც ყვებოდა, რომ 2 დღის განმავლობაში საავადმყოფოს მიმღებში იყო, მესამე დღეს კი დამძიმდა და რეანიმაცია დასჭირდება. გოგონა წერდა, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ჯანდაცვის სისტემის კოლაფსია.

“დედა, დე­დას არ გა­უ­კე­თეს ტეს­ტი, რად­გან ფეხ­ზე იდგა და უფრო უკეთ იყო! “ბო­მონდში” თხოვნით ერთი გა­დას­ხმა გა­უ­კე­თეს და გა­უშ­ვეს სახ­ლში! მე­ო­რე დღეს ცუ­დად გახ­და, გა­მო­ვი­ძა­ხე სას­წრა­ფო და წა­იყ­ვა­ნეს “უნი­ქალ­მედ­ში”! იყო მიმ­ღებ­ში 2 დღე და არა პა­ლა­ტა­ში! პირ­ველ დღეს გაუ­კე­თეს გა­დას­ხმე­ბი, მე­ო­რე დღეს არა­ფე­რი და მე­სა­მე დღეს დამ­ძიმ­და. მად­ლო­ბა მის ექიმს ვასო ფარ­ცხა­ლა­ძეს, შე­უძ­ლე­ბელს აკე­თებს დე­დას­თვის! დე­და­საც ესა­ჭი­რო­ე­ბა რე­ა­ნი­მა­ცია! ერთი მშობელი მა­ინც გა­და­მირ­ჩი­ნეთ! თქვე­ნი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის კო­ლაფ­სის და არას­წო­რი ტეს­ტის პა­სუ­ხის გამო ვართ ასეთ დღე­ში! პირ­ვე­ლი­ვე სიმპტო­მი­დან და­ი­წყეს მკურ­ნა­ლო­ბა სახ­ლში, თა­ვი­სი ხარ­ჯე­ბით!” – წერ­და მა­რი­ამ კა­კა­უ­რი­ძე.

Ambebi.ge–ს ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი ცოლ–ქმარი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კონ­ტუ­ათ­ში ცხოვ­რობ­დნენ.