გოდერძის უღელტეხილზე ავტომობილი ხევში გადავარდა – სავარაუდოდ არის მსხვერპლი

გოდერძის უღელტეხილზე, გზის სავალი ნაწილიდან ავტომობილი ხევში გადავარდა. ვიდეოს TV25-ი ავრცელებს. მათი ინფორმაციით მანქანაში სამი, უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის კი, ერთი არასრულწლოვანი. მათგან გარდაცვლილია ერთი პირი.
შინაგან საქმეთა სამინოსტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.