გომის მთაზე სავარაუდოდ ადამიანი გაიყინა, ორის მდგომარეობა მძიმეა

გომის მთაზე სავარაუდოდ ადამიანი გაიყინა, ორის მდგომარეობა მძიმეა – გვიან ღამით სოფელ ბოხვაურიდან, ბახმაროსკენ წასული 22-23 წლის ახალგაზრდები ქარბუქში მოყვნენ. ძლიერი ყინვის გამო ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი მძიმე მდგომარეობაშია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მთაზე ერთი ადამიანის გაყინვის შესახებ შეტყობინება მიიღეს და 10-კაციანი სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.