დადასტურდა კორონავირუსის 4 234 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 46 ადამიანი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 234 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 953 410-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.61% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.17%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 727 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 910 540.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 128 პირი ემსხვერპლა.