დავაკავეთ კაცი, რომლემაც სანადირო თოფიდან 2 ადამიანს ესროლა – 1 ადგილზე გარდაიცვალა – შსს

შსს-ს ცნობით, კახეთში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 1982 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი კაცი დაკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სანადირო თოფიდან გასროლით, შურისძიების მოტივით, 1975 წელს დაბადებული თ.ღ. და 1984 წელს დაბადებული ნ.კ . დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად, თ.ღ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.კ. -ს კლინიკაში სამედიცინო დახმარება უტარდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.ზ. ბრალდებულის სახით დააკავა.სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – აცხადებენ შსს-ში.