დანიელსონმა ამჯერად არ ჭამა გადაგდების ცნობილი ტრიუკი – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ეხმიანება ევროპის კავშირის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ თბილისში ვიზიტის გახანგრძლივებას. 

“დანიელსონმა ამჯერად არ ჭამა გადაგდების ცნობილი ტრიუკი…”,– წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

გუშინვე მანვე განაცხადა, რომ ქართული ოცნების მიზანია, ბრიუსელის ვიზიტი უპრობლემოდ გადააგოროს, შემდეგ კი მაგიდას ააყრიავებს.

ცნობისთვის, დანიელსონი თბილისში შეხვედრების გასაგრძელებლად კიდევ ერთი დღით დარჩა. მან განაცხადა, რომ იმედი აქვს, დღეს გამოაცხადებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რაზეც მხარეები შეთანხმდებიან.

გუშინ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ოპოზიციასთან დიალოგი ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შემდეგ გაგრძელდებოდა. მანვე აღნიშნა, რომ ქართული ოცნება ბრიუსელში “სავსე ხელებით” ჩავა, ხოლო ოპოზიცია “ცარიელი ხელებით” დარჩა.