კრისტიან დანიელსონი შეხვედრების გასაგრძელებლად თბილისში ხვალაც დარჩება

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში კიდევ ერთი დღით დარჩება.

მისი თქმით, გაგრძელდება ოპოზიციასთან და ხელისუფლებასთან დიალოგი, რათა პოზიციები მეტად დაახლოვდეს.

მანვე აღნიშნა, რომ ყველა მხარე ძალიან ჩართული იყო მოლაპარაკების პროცესში და მათზეა დამოკიდებული, მივლენ თუ არა შეთანხმებამდე.

დანიელსონი იმედოვნებს, რომ ხვალ გამოაცხადებს რაიმე გადაწყვეტილებას.