დარწმუნებული ვარ, რომ დიქტატორი წააგებს და ჩვენ გავიმარჯვებთ ომში – ზელენსკი კანის კინოფესტივალის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა

“დარწმუნებული ვარ, რომ დიქტატორი წააგებს და ჩვენ გავიმარჯვებთ ომში” -უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანის 75-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნის ცერემონიაზე ვიდეოზარის მეშვეობით სიტყვით გამოვიდა.

“დროთა განმავლობაში სიძულვილი გაივლის და დიქტატორი მოკვდება”, – თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ საჭიროა ახალი ჩაპლინი, რათა დაამტკიცონ, რომ კინო არ არის მდუმარე.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას არ აქვს სხვა გზა, გარდა იმისა, რომ განაგრძოს ბრძოლა საკუთარი თავისუფლებისთვის.”მე დარწმუნებული ვარ, რომ დიქტატორი წააგებს. ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში”, – თქვა ზელენსკიმ.