“ქართული კინო დამოუკიდებული ყოველთვის იყო, მაგრამ ბოლომდე დამოუკიდებელი ვერ იქნება, თუ არ ეყოლება სპონსორები. არაპროფესიონალები არ შეიძლება და მორჩა. არ შეიძლება ყველგან იყოს იურისტები, გამორიცხულია ეს ამბავი. იურისტი უწყებაში უნდა იყოს ერთი და ხომ არ შეიძლება მთელი საქართველო იურისტებით გაივსოს, არა? რაც ხდება კინოცენტრში, ეგ არის დაუშვებელი. მე მგონია, რომ ეს არ არის კარგი მთავრობისთვის, ზურგში ჩარტყმულ დანას ჰგავს”.

ამბობს თეატრისა და კინოს რეჟისორი ქეთი დოლიძე ფორმულასთან სატელეფონო საუბარში.