დიდი ბრიტანეთი მზადაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იყოს

გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მზად ყოფნას გამოთქვამს, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იყოს. ვუდვორდმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთი მზადაა კიევიდან შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, შეასრულოს როლი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდებაშივ.

“ჩვენ გვინდა გავუწიოთ უკრაინას ყველა შესაძლო დახმარება ომის დასრულებისა და რუსეთის ჯარების გაყვანის მიზნით, ჩვენ მოხარულები ვიქნებით ჩვენი როლი შევასრულოთ ამ კუთხითაც, თუ ამას უკრაინის ხელისუფლება გვთხოვს”, – განაცხადა ბარბარა ვუდვორდმა.