დიდი ბრიტანეთის მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების რეგულაციის სააგენტომ გამოსაყენებლად დაამტკიცა COVID-19-ის სამკურნალო ანტივირუსული აბი – მოლნუპირავირი.
რეგულატორის რეკომენდაციაა, რომ მოლნუპორავირი კორონავირუსის ტესტის დადებითი პასუხის შემდეგ, რაც შეიძლება მალე, სიმპტომების გამოვლენიდან პირველ ხუთ დღეში გამოიყენონ.
წამალმა ავტორიზაცია მიიღო რისკ ჯგუფებისთვის, რომელთაც აბს დღეში ორჯერ მისცემენ.
მოლნუპირავირი არის მედიკამენტი, რომელიც ვირუსის რნმ-ს დააზიანებს და ვირუსის გამრავლებას უშლის ხელს, რადგან აბში შემავალი ნივთიერება ანადგურებს კორონავირუსის იმ ფერმენტს, რომელსაც ვირუსი საკუთარი ასლების შექმნისთვის იყენებს.
კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატმა კოვიდპაციენტებში ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკი დაახლოებით გაანახევრა.