7 რამ, რაც თქვენს დეპრესიას გააუარესებს

7 რამ რაც თქვენს დეპრესიას გააუარესებს

ჯერჯერობით არაა ცნობილი თუ რა იწვევს დეპრესიას. ადამიანებში დეპრესიას სხვადასხვა ფაქტორები იწვევს. ეს ფაქტორები შესაძლოა იყოს: სოციალური, გარემო ფაქტორებით გამოწვეული და გენეტიკური. რამაც საკუთარი თავი შეიძლება უძლურებად მოგვაჩვენოს დეპრესიის წინაშე. არსებობს ფაქტორები, რომლებიც აუარესებს დეპრესიას, ამიტომაც უმჯობესია მიმართოთ ექიმს, რომელიც დაგეხმარებათ მათ გაკონტროლებაში და დამარცხებაში.

  1. უძილობა

ძილი ჩვენს ხასიათზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. რამდენიმე კვლევის მიხედვით, ადამიანებს რომლებსაც უძილობა აწუხებთ 10-ჯერ უფრო დიდი შანსი აქვთ დეპრესიის განვითარების, ვიდრე მათ ვისაც არ აწუხებთ. უძილობა თუ გაწუხებთ სასურველია დაიწყოთ ფიზიკური აქტივობა. ასევე, ალკოჰოლისა და კოფეინის მიღება შეამციროთ.

2.სტრესი

ცხოვრების განმავლობაში პერიოდულად სტრესი ყველა ადამიანს აქვს განცდილი, მაგრამ გრძელვადიან სტრესს აქვს განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. სტრესი შეიძლება გამოიწვიოს სამსახურმა, ოჯახმა და  სხვადასხვა პასუხისმგებლობებმა ან პრობლემებმა. თუ სტრესი თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში აისახება, უმჯობესია  რჩევისთვის ექიმს მიმართოთ. ასევე შეგიძლიათ სტრესი თავადვე შეამციროთ იმ აქტივობებით რაც თქვენ გსიამოვნებთ.

3.უმოძრაობა

როდესაც დეპრესია გაწუხებთ, ფიზიკური აქტივობა ალბათ არც გახსენდებათ. მაგრამ, ვარჯიში არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი დეპრესიის დასამარცხებლად, რადგან აქტივობის დროს ენდორფინები გამოიყოფა. დღეში 30 წუთიანი ვარჯიშიც კი თქვენს განწყობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

4.ალკოჰოლი

ადამიანთა უმეტესობა მიმართავს ალკოჰოლს რათა თავი უკეთ იგრძნონ დეპრესიის დროს, მაგრამ ექსპერტები გვირჩევენ ალკოჰოლისგან მაქსიმალურად თავი შევიკავოთ. სპირტიანი სასმელების მიღება აბრკოლებს დეპრესიის მკურნალობას და ასევე შეიძლება სამსახურში და სახლში პრობლემები შეგიქმნათ. ასევე აღსანიშნავია, რომ თუ ანტიდეპრესანტებთან ერთად ალკოჰოლს მოიხმართ, შეიძლება უარყოფითი ან სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია გამოიწვიოს.

5. უარყოფითზე ფოკუსირება

ხალხთან ურთიერთობა დეპრესიის დროს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ განსაკუთრებით საჭიროა სწორი სახის ურთიერთობა. ერთი-ერთი კვლევის მიხედვით მოზარდები, რომლებიც საკუთარ მეგობრებს უარყოფით გამოცდილებებს და ფიქრებს უზიარებენ, უმეტეს შემთხვევაში დეპრესია გაუუარესდათ. მაქსიმალურად ეცადეთ რომ დადებით საკითხებზე ისაუბროთ და იფიქროთ. ასევე მნიშვნელოვანია მეტი დრო გაატაროთ იმ ადამიანებთან, რომლებიც თქვენს განწყობაზე დადებითად მოქმედებენ.

6.ჰორმონები

უფრო დიდი ალბათობაა რომ ქალები იყვნენ დეპრესიაში ვიდრე კაცები. ამის მიზეზი დროთა განმავლობაში ჰორმონალური ცვლილებებია. ქალებში ჰორმონალური ცვლილებებისას გამოწვეული დეპრესიის ყველაზე ხშირი მიზეზი პოსტპარტუმია(მშობიარობისგან გამოწვეული ჰორმონალური ცვლილებები).  ასევე,იზრდება დეპრესიის ალბათობა  ოვულაციისა და მენოპაუზის დროს. თუ ჰორმონალური ცვლილებების გამო დროთა განმავლობაში თქვენს ხასიათში ცვლილება შეამჩნიეთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

7.დახმარების უარყოფა

თუ დეპრესია გაწუხებთ, თქვენს ახლობლებს დასახმარებლად მიმართეთ, რადგან დეპრესიის მკურნალობის ყველაზე დიდი დაბრკოლება დახმარების უარყოფაა. დეპრესიის დაძლევა დახმარების გარეშე ძალიან რთულია და ხშირ შემთხვევაში გაუარესდება და უფრო დიდ ხანს გაგრძელდება.