პირველად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულებმა გადააჭარბეს დადასტურებულებს – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელებულებმა გადააჭარბეს დადასტურებულებს.

მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტების რიცხვი მეტია, ვიდრე აქტიური, მიმდინარე შემთხვევები. ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსზე ქვეყანაში 279 პირი მკურნალობს, ხოლო 349-მდე გაიზარდა.

შესაბამისად, ამჟამად კლინიკებში მყოფ 279 კოვიდ-ინფიცირებულს ე.წ. აქტიურ შემთხვევებს , გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 70-ით გადააჭარბა.

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან კიდევ 32 პაციენტი გამოჯანმრთელება. საერთო რიცხვი 317-დან 349-მდე გაიზარდა.

12 მაისის დილის მდგომარეობით, საქართველოში ინფიცირების სულ 1 შემთხვევა დადასტურდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 639 გახდა. მათგან 11 გარდაცვლილია.