ევროპარლამენტი NATO-ს სთხოვს, უკრაინა ალიანსში რაც შეიძლება მალე მიიღოს

ხუთშაბათს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია უკრაინის მხარდასაჭერად, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, შეიცავს პუნქტს ნატოსადმი მოწოდებით,  ომის დასრულების შემდეგ დაიწყოს უკრაინის ალიანსში მიღების პროცესი დაის მოკლე დროში  განახორციელოს.

სანამ უკრაინა სრულ წევრობას მოიპოვებს, მისმა მოკავშირეებმა – ევროკავშირმა, ნატომ და სხვა პარტნიორებმა  უნდა იმუშაონ კიევთან უსაფრთხოების დროებითი გარანტიის მექანიზმის შესაქმნელად, რომელიც ომის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს– ნათქვამია დოკუმენტში.

რეზოლუციას მხარი 425-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ი იყო- 38, თავი შეიკავა 42-მა.

ევროპარლამენტარებმა ასევე გამოთქვეს იმედი, რომ ევროკომისია მალე დადებით დასკვნას დადებს   უკრაინის მიერ კანდიდატი ქვეყნებისთვის გათვალისწინებული შვიდი რეკომენდაციის შესრულებაზე და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება მიმდინარე წელსვე გახდება შესაძლებელი.