ენმ გიგა ბოკერიას მძევლობაშია, არ უნდათ, ამ პროცესიდან გამოვიდეს შედეგი – იოსელიანი

პარტიამოქალაქეების ერთი–ერთი ლიდერ ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ევროპულ საქართველოს ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით ქართულ ოცნებასთან მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლა სურს.

მისი თქმით, ყველა დოკუმენტი, რომელზეც მოლაპარაკებებზე საუბრობენ, ევროპული საქართველო “მეორე წუთში” მედიას აწვდის.

“ეს ადამიანები მოლაპარაკებებზე ამბობენ, რომ დეტალებს არ გაახმაურებენ და აკეთებენ საპირისპიროს და ამას აკეთებენ იმისთვის, რომ პროცესი დააზიანონ მთლიანად. არ უნდათ ამ პროცესიდან გამოვიდეს რაიმე შედეგი”. – ამბობს იოსელიანი ფორმულას ეთერში და ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, “ეყოთ გამბედაობა, ამოიღონ ამაზე ხმა და ნუ არიან ჩუმად”.

“სხვანაირად ეს ყველაფერი დამთავრდება იმით, რომ ერთი პარტია მძევლად აიყვანს მთელს ოპოზიციას. აქეთკენ მიდის ყველაფერი… ნაციონალური მოძრაობა არის გიგა ბოკერიას მძევლობაში. ამას მე კი არ ვამბობ, ამას თვითონ ამბობენ იმ პარტიაში, ვისაც აზრი მოეკითხება. ძალიან კარგად იცის ეს ხატია დეკანოიძემ და იმ პარტიაში არის ძალიან ბევრი ნათელი თავი, ვინც იცის, რა ხდება, ვისაც უნდა გამოსავალი იპოვოს, მაგრამ არ ყოფნის გამბედაობა და არ აქვს საშუალება ამაზე ილაპარაკოს”. – თქვა ლევან იოსელიანმა.

ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ თუ საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმდებიან, ის პარლამენტში შევა.

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, მოქალაქეების ლიდერი საბაბს ეძებს, რომ პარლამენტში შევიდეს.