“საქართველოში თუ უკრაინაში, რუსული რეჟიმი დევნის ყველას, ვინც წინააღმდეგობას უწევდა და უწევს პუტინის რეჟიმს. ამიტომ, ცხადია, ნაციონალური მოძრაობა მიესალმება პრეზიდენტი სააკაშვილის გადაწყვეტილებას. […] მე დარწმუნებული ვარ და ცხადია, აქამდეც მქონდა რწმენა და ამას ყველა საჯარო გამოსვლაში ვაფიქსირებდით, ვამბობდით და ვსაუბრობდით ამაზე, ცხადია, პრეზიდენტი სააკაშვილი ლომის წილს შეიტანს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში და რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში. მნიშვნელოვანია მისი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს ქართულ პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას. მთავარია, ჯანმრთელობამ მისცეს შესაძლებლობა, რომ ემსახუროს ქართველ ხალხს და დაეხმაროს ამ რეჟიმის დამარცხებაში”

აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დღეს გამართულ ბრიფინგზე.