“ყოველი დღე, როდესაც საქართველოში არის არეულობა, ყოველი დღე, როდესაც ჩვენ ვერ ველაპარაკებით ერთმანეთს, ყოველი დღე, როდესაც ეკონომიკა ვერ ვითარდება, ყოველი დღე, როდესაც საფრთხე ექმნება ჩვენს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში, ეს არის ზეიმი რუსეთისთვის და ისინი ამას არც მალავენ.
რუსეთის ინტერესია საქართველოში გათიშულობა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში რუსეთისთვის სულ ერთი უნდა იყოს, ვის დაუჭერს მხარს. მთავარია, რომ ძალა, რომელსაც ის მხარს უჭერს, იყოს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგი, რადიკალური, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი – ქვეყნის ამოყირავება და კიდევ ერთხელ გადაგდება არეულობისა და ქაოსის ჭაობში. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ როგორც კი „ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს რადიკალურ ქმედებას, ისინი მაშინვე რუსეთისგან იღებენ რიტორიკულ, პოლიტიკურ – ყველანაირ დახმარებას”
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი ხელაშვილი TV იმედის ეთერში.