ერთი პირბადე ერთი პურის ფასი ღირს, სოციალურად დაუცველები ვერ იყიდიან – რომან გოცირიძე

ენმ-ს ლიდერი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ერთი პირბადე 1 პურის ფასი ღირს, ამიტომ მას სოციალურად დაუცველები და უმუშევრები ვერ იყიდიან. მისი თქმით, სახელმწიფომ პირბადეები მათ უფასოდ უნდა დაურიგოს.

“ჯარიმები არის შესაცვლელი და ის უნდა შეესაბამებოდეს ჩვენი მოქალაქეების შემოსავლებს. სანამ ჯარიმებამდე მივა საქმე პირველ რიგში ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო სისტემა უნდა იყოს აწყობილი. ტრანსპორტში უნდა იყოს წესრიგი და უნდა დავაკვირდეთ ევროპის ქვეყნებს. აუცილებელია, რომ ჩვენს მოქალაქეებს ეკეთოთ ნიღაბი, მაგრამ აი ეს ნიღაბი დღეს ერთი ცალი პურის ფასი ღირს. შეუძლებელია, რომ სოციალურად დაუცველებმა და უმუშევრად დარჩენილმა მოქალაქეებმა პირბადე იყიდონ. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს რომ ასეთ მოქალაქეებს პირბადეები უფასოდ დაურიგდეთ“, – განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტში მუშავდება კანონპროექტი, რომელის მიხედვით, შესაძლოა, დასჯადი გახდეს პირბადის ტარების წესის დარღვევა როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში.