ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 16 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

“ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის ნოვოსელივსკეს, სტელმახივკას, პლოშანკას, ნევსკეს, ჩერვონოპოპოკას და დონეცკის ოლქის ვესელეს, იაკოვლივკას, სოლედარის, ბახმუცკეს, პიდჰოროდნეს, ბახმუტის, კურდიუმივკას, მაიორსკის, ვოდიანეს, კრასნოჰორივკას და მარინკას დასახლებულ პუნქტებში”, – ნათქვამია განცხადებაში.