ერის კეთილდღეობაზე ვსაუბრობ – მოკვდეს, ვიდრე ლგბტ გაიზარდოს – დეკანოზი აზრს არ იცვლის

დეკანოზი თადეოზ სარალიძე საკუთარ ქადაგებას კვლავ იმეორებს და აზრს არ იცვლის.

მისი თქმით, ის ერის კეთილდღეობაზე საუბრობს, როცა ამბობს, რომ ბავშვი პატარა უნდა მოკვდეს, ვიდრე გაიზარდოს და ლგბტ ან “უვარგისი” იყოს.

“თუ გაუშვებს, ვინმე გაუშვებს [ვიდეოებს] და არასწორად გაუშვებს, ის წყეული იქნება, რა თქმა უნდა და ცუდად წაუვა… მე ერის კეთილდღეობაზე ვსაუბრობ. თუ არ გაიზრდებიან ეკლესიისათვის, სამშობლოსა და ოჯახისათვის, ჯობია პატარა მოკვდეს, უფალმა იცის ეს, რომ ჯობია პატარა გარდაიცვალოს, ვიდრე დიდი გაიზარდოს, ლგბტ იყოს, ან ერის მოღალატე იყოს, ან უვარგისი კაცი იყოს, ეს ვთქვი. ბავშვი პარაზიტი არ მითქვამს, მაგას როგორ ვიტყვი. რა თქმა უნდა, ბავშვი უნდა გარდაიცვალოს პატარა, ჯობია, ვიდრე გაიზარდოს დიდი და იყოს ჰიტლერი”,– ამბობოს დეკანოზი ტვ პირველთან სატელეფონო საუბრისას.

თეოლოგი ბასილ კობახიძე აცხადებს, რომ ამ განცხადებების გამო დეკანოზი ეკლესიიდან უნდა განიკვეთოს. 

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი ამბობს, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგებასთან დაკავშირებით ეპარქია იმსჯელებს და შესაბამის პასუხისმგებლობას დააკისრებს.