“ეს არის შეურაცხმყოფელი საზოგადოებისთვის, უტიფრობის დემონსტრირება”- ასე აფასებს, “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებებისთვის ვეტოს არ დადებას
”რაც ახლა ვიხილეთ, როგორც შინაარსით, ისე ფორმით, პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან, არის დემონსტრირება საოცარი შეურაცხმყოფელი საზოგადოებისთვის უტიფრობის. ივანიშვილის რეჟიმის, მთლიანად მისი გარემოცვის, ამ შემთხვევაში, ზურაბიშვილისგანაც. რა ფორმითაც ილაპარაკა, შინაარსი ურთიერთგამომრიცხავი ბოდვის და მერე ამ აბსურდული ვითომ არგუმენტის, რომ სამართლებრივი საფუძველი არ გვაქვსო. ვეტო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, თუ თუნდაც იმ მოტივით, რომ პოლიტიკური კონსულტაცია არ იყო და განხილვა არ იყო რომ ამის გამო საკამათო რაღაც მუხლები, ნებისმიერ წამს შეგიძლია ვეტო დაადო, თუ ამის პოლიტიკური კეთილი ნება გაქვს” – ამბობს ბოკერია.