”დიდი მადლობა რესპუბლიკურის ბრიგადებს, ექიმებს, რომლებიც შემიყვარდა ამ დღეებში. საოცრად მივლიდნენ. ასევე მადლობა პარლამენტის ადმინისტრაციას ხელშეწყობისთვის. მადლობა ვახო კალოიანს ყოველმხრივ დახმარებისთვის. ეხლა ვარ ნიუ ჰოსპიტალში, მშვენივრად ვგრძნობ თავს. დანარჩენი მერე ”
წერს, “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში. ელენე ხოშტარია საკანონმდებლო ორგანოში 17 დღის განმავლობაში შიმშილობდა და მისი ერთადერთი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა იყო.