ვაქცინის გაკეთებას 55 წელს ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ

ვაქცინის გაკეთებას 55 წელს ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ. ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის ჯგუფს დაემატება 55 წლის ზემოთ ადამიანები, კერძოდ ეს ასაკობრივი ჯგუფიც შეძლებს დარეგისტრირდეს კორონავირუსის ვაქცინის გასაკეთებლად.

“ეს გამოწვეულია იქედან, რომ დავაკვირდით, რამდენად დიდია ინტერესი და რამდენად კარგია აქტივობა 65 წელს ზემოთ ადამიანებში. ასევე, დიდი მოთხოვნა იყო 55 წელს ზემოთ ჯგუფში”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.