,,საპირისპირო რეკომენდაციებია, რომლებიც არათუ პროპაგანდის წახალისებას გულისხმობს, არამედ იმ საკითხების დაკანონებას, რომლის შეზღუდვაზეც იყო საუბარი. მაშინ, როცა საქართველოს საზოგადოებას სურს, ქორწინება ან მსგავსი ურთიერთობა იყოს დაშვებული მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, დავუშვათ ერთნაირსქესიანთა ქორწინება თუ მსგავსი კავშირების სამართლებრივი აღიარება მოხდეს.

გარდა ამისა, ვენეციის კომისიის დასკვნაში რამდენიმე ადგილას სწორედ ის სახიფათო ტენდენციებია, რომლებზეც არასრულწლოვანთა დაცვასთან დაკავშირებით ვსაუბრობთ ხოლმე. მაგალითად, ვციტირებ: ინდივიდებს, მათ შორის ბავშვებს აქვთ უფლება თვითიდენტიფიცირებისა არა მხოლოდ დაბადების სქესის მიხედვით, არამედ გენდერის მიხედვით. გარდა ამისა, ვენეციის კომისია ამბობს, ვციტირებ: გარკვეულ შეზღუდვებს შეიძლება ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, ვინაიდან არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პოპულარიზაციის აკრძალვას არასრულწლოვანებს შორის შეიძლება ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, განსაკუთრებით თუ ეს არასრულწლოვანები არიან ლგბტ აქტივისტები. ასეთი მიდგომა ჩანს ვენეციის კომისიის დასკვნიდან. რიგ შემთხვევებში, არ ეფუძნება სამართლებრივ მოსაზრებებს, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ კონიუნქტურას, რომელიც შეიძლება, არსებობდეს ამა თუ იმ ქვეყანაში. ამიტომ გარკვეულწილად ასეთი პოზიციები დასანანია’’.

მის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შესახებ განაცხადა.