როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ დიახ, აშანტაჟებენ ბიძინა ივანიშვილს ასეთი განცხადებებით, მაგრამ განცხადებას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩვენ ეს რეზოლუციაზე ვთქვით. ჩვენ ვნახეთ, მაგალითად, უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი, მსოფლიოში ძალიან ცნობილი ბანკი კრედიტ სუისი, როგორ გახდა მეასე ხარისხოვანი თავის რეპუტაციანად, როგორ გაიყიდა შემდეგ კაპიკებში იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი დაეშანტაჟებინათ და მისი კუთვნილი 2 მილიარდი არ მიეცათ, მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო მოიგო უამრავჯერ ყველა დეტალთან დაკავშირებით ამ ადამიანმა. ხშირად ვამბობთ, რომ ვერ გაიცნეს ბიძინა ივანიშვილი და ვერ მიხვდნენ, რომ ამ კაცის დაშანტაჟება შეუძლებელია. საკუთარი თავი რომ გადადო წლების წინ ამ ქვეყნისთვის,  ამ ადამიანს ფულით რომ ვერ დააშანტაჟებ, ეს მე მგონი ადვილი გასააზრებელი იყო და ვერ გაიაზრეს.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.