ვილნიუსის აეროპორტთან სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ვილნიუსის აეროპორტთან დღეს გამთენიისას დაფრენისას თვითმფრინავი ბოინგ 737 ჩამოვარდა. ლიეტუვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ DHL-ის სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის ოთხი წევრიდან ერთი გარდაიცვალა. ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი კი ვერ იპოვნეს. Flightradar24 სერვისის მონაცემებით ვიმსჯელებთ, Boeing 737 ვილნიუსში ლაიფციგიდან მიფრინავდა.

თვითმფრინავი ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის გვერდით, ეზოში ჩამოვარდა. ავარიის ადგილზე  ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ნამსხვრევებმა შენობა დააზიანა. თუმცა, არავინ დაშავებულა.

პოლიციის ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად განადგურდა ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ოთხი ბინით .  მეხანძრეებმა 12 ადამიანის ევაკუაცია მოახერხეს.

ვილნიუსის აეროპორტში მუშაობა რამდენიმე საათში განახლდა.

ჩამოვარდნილი ბოინგი 1993 წელს არის წარმოებული და მას  ოპერირებას უწევდა  ესპანური ავიაკომპანია Swiftair. მას საერთაშორისო ტვირთებისა და დოკუმენტების მიწოდების კომპანია DHL იყენებდა.

კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ვილმანტას ვიტკაუსკასმა ჟურნალისტებთან საუბარში სატვირთო  ბოინგის კატასტროფას უბედური შემთხვევა უწოდა. მომხდარის გარემოებები და მიზეზები დგინდება.