ვინც გაიკეთებს ვაქცინას, არ გამოვაცხადებთ ღმერთის და ხალხის მტრად – მეუფე იაკობი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ სინოდის დღევანდელ კრებაზე სავარაუდოდ ვაქცინაციაზეც ისაუბრებენ.

მეუფე ფიქრობს, რომ სინოდი გადაწყვეტს, რომ ვაქცინით აცრის, ან არაცრის შემთხვევაში, ადამიანს ზიარების უფლება არ ჩამოერთმევა.

“რაც შეეხება დღევანდელ სინოდს, ჩემი აზრით, სავარაუდოდ, გვექნება ვაქცინაციაზე საუბარი. დიდი იმედი მაქვს, სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ვაქცინაცია, ან ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო. ეს არ არის საღვთისმეტყველო საკითხი. ვფიქრობ, გადავწყვეტთ ისე, რომ ვინც გაიკეთებს ვაქცინას და ვინც არ გაიკეთებს, ჩვენ ზიარების უფლებას არ ჩამოვართმევთ.

ჩემთვის პირადად, ვინც გაიკეთებს ვაქცინაციას არ გამოვაცხადებთ ღმერთის და ხალხის მტრად, რომ რაღაც დანაშაული ჩაიდინა. ეს საქართველოში შექმნილი ჭორი არ არის, სხვადასხვა უცხოური წყაროებიდან ვკითხულობთ.

პირადად, მე რაც შემეხება ვაქცინაციის გაკეთებაზე, თუ რაიმე ნუგეშის მომცემი იქნება ვინმესთვის, პირდაპირ გავიკეთებ, არ მეშინია. მაგრამ, თუ ჩემი გადასაწყვეტი იქნება, მე არ გავიკეთებ, იმიტომ, რომ არასდროს არანაირი ვაქცინა არ გამიკეთებია, არ მჭირდება ჩემი ორგანიზმის თავისებურებიდან გამომდინარე. ბავშვობის შემდეგ ვაქცინა არ გამიკეთებია”,-აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

ამ წუთებში საპატრიარქოში სინოდის კრება იმართება.