“ქართულ ოცნებას კონსენსუსი არ უნდოდა, რადგან მათ აირჩიეს ფარული გზა და შეთანხმება რამდენიმე ოპოზიციონერთან. ძალიან ვწუხვარ და მე მოვუწოდებ იმ ოპოზიციონერებს ვინც მხარი დაუჭირა ამ კანდიდატებს, გამოვიდნენ და ღიად ისაუბრონ ამაზე. არა მგონია, რომ უნდა შვენოდნენ, თუ ეშინიათ ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან კარგად იციან, რომ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წავიდნენ.”

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართავს, რომლებმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის კენჭისყრაზე მხარი დაუჭირეს ოცნების კანდიდატებს.