ვიწყებთ პროტესტს სახელმძღვანელოში ბიძინას დიდების შეტანის გამო – ხოშტარია

პარტია “დროას” განცხადებით, აპირებენ მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შეყვანის გაპროტესტებას.

“მეგობრებო, ხვალიდან და შედეგის მიღწევამდე ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო.

ყველა, ვისაც ამ თემაზე გაქვთ პროტესტი გამოგვეხმაურეთ, ყველა იპოვით თქვენ ადგილს ამ პროტესტში, იქნება ბევრი ფორმით.

598 642 956 მოგვწერეთ, დაგვირეკეთ დავორგანიზდეთ და შევუტიოთ! ეს ყველას გვეხება”,- წერს ხოშტარია.

ბიძინა ივანიშვილზე მონაკვეთი გამომცემლობა “დიოგენეს” მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში წერია.