ვლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს საფრანგეთის პრეზიდენტად ხელახალი არჩევა მიულოცა.

“გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს თქვენს სახელმწიფო საქმიანობაში, ასევე ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას”, – ნათქვამია კრემლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 58.55%-ით გაიმარჯვა. მისმა ულტრამემარჯვენე კონკურენტმა მარინ ლე პენმა ხმების 41.45% მიიღო.