ვტოვებ პარტიულ პოლიტიკას და საპარლამენტო სიას – გვიამიძე

”ვტოვებ პარტიულ პოლიტიკას და საპარლამენტო სიას  ” – გახარია საქართველოსთვის წევრი აკაკი გვიამიძე პარტიასა და საპარლამენტო სიას ტოვებს. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს.

“დღეს ოფიციალურად ამოიწურა ჩემი მანდატის ვადა ბათუმის საკრებულოში. დიდი პატივი იყო მემსახურა საკრებულოში ჩვენი ქალაქისა და თანაქალაქელების ინტერესების სასიკეთოდ, რისთვისაც მადლობას ვუხდი ამომრჩეველსა და გუნდს, რომელმაც ამის შესაძლებლობა მომცა.

ამ ეტაპისთვის ვემშვიდობები პარტიულ პოლიტიკასაც და პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ საპარლამენტო სიას. ვაპირებ მეტი დრო დავუთმო სწავლის გაგრძელებასა და პედაგოგიურ საქმიანობას.

წარმატებას ვუსურვებ იმ ადამიანებს, ვის გვერდითაც ამ წლების განმავლობაში ვიბრძოდი მართალი საქმისთვის. ვრჩები აქტიურ მოქალაქედ და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილად. თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის”- წერს გვიამიძე.