“ვულოცავთ ჩვენი მოძრაობის ლიდერს – მიხეილ სააკაშვილს, საერთაშორისო აღიარებას“–ნაციონალური მოძრაობის განცხადება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ  ეს ფაქტი მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში გატარებული რეფორმების კიდევ ერთი აღიარებაა. პარტია როგორც ქართველ, ასევე უკრაინელ მოქალაქეებს ამ ფაქტს ულოცავს.

“ქართველ ხალხს, საქართველოს და უკრაინის ყველა მოქალაქეს, ვულოცავთ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას უმნიშვნელოვანეს პოზიციაზე უკრაინაში. ეს არის მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის მიერ საქართველოში გატარებული წარმატებული რეფორმების კიდევ ერთი აღიარება.

ეს პოლიტიკური აქტი გამოხატავს პრეზიდენტ ზელენსკის სწრაფვას, გაატაროს სწრაფი რეფორმები, იბრძოლოს პრორუსული და ოლიგარქიული გავლენების წინააღმდეგ, დააჩქაროს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ხელი შეუწყოს თავისუფლებისათვის ბრძოლას მთელს რეგიონში.

ეს პოლიტიკური აქტი არის გზავნილი რეგიონის უკლებლივ ყველა მოქალაქისთვის: გამარჯვების დრო დადგა და თავისუფლებისთვის ბრძოლამ ახალი და მძლავრი იმპულსი შეიძინა.

ვულოცავთ ჩვენი მოძრაობის ლიდერს – მიხეილ სააკაშვილს, საერთაშორისო აღიარებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის გამარჯვების დღეს აახლოებს.

“ეს პოლიტიკური აქტი გამოხატავს პრეზიდენტ ზელენსკის სწრაფვას, გაატაროს სწრაფი რეფორმები, იბრძოლოს პრორუსული და ოლიგარქიული გავლენების წინააღმდეგ, დააჩქაროს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ხელი შეუწყოს თავისუფლებისათვის ბრძოლას მთელს რეგიონში. ეს პოლიტიკური აქტი არის გზავნილი რეგიონის უკლებლივ ყველა მოქალაქისთვის: გამარჯვების დრო დადგა და თავისუფლებისთვის ბრძოლამ ახალი და მძლავრი იმპულსი შეიძინა. ვულოცავთ ჩვენი მოძრაობის ლიდერს – მიხეილ სააკაშვილს, საერთაშორისო აღიარებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის გამარჯვების დღეს აახლოებს”,-ნათქვამია განცხადებაში.

შეგანხსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.