ზელენსკიმ ჯონსონს უთხრა, რომ მომდევნო 24 საათი უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება – BBC

BBC-ის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერს, ბორის ჯონსონს უთხრა, რომ მომდევნო 24 საათი უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება..

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წარმომადგენლის თქმით, საუბრის დროს ბ-ნმა ჯონსონმა შეაქო ზელენსკის ხელმძღვანელობა რუსეთის შემოჭრის შემდეგ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბრძოლა მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.

BBC-ს წერს, რომ ჯონსონი შეპირდა ზელენსკის, გაერთიანებული სამეფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაერთიანებული სამეფოს და მისი მოკავშირეების თავდაცვითი დახმარება უკრაინამდე ჩავიდეს.

ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ მჭიდრო კონტაქტზე დარჩებიან.