ზელენსკის მოწოდება რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვაზე ირაციონალურია – პესკოვი

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი  უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას,  რუსეთის მოქალაქეებისთვის დასავლეთის ქვეყნებში მოგზაურობის აკრძალვის შესახებ “ირაციონალურს” უწოდებს.

“ზელენსკის ირაციონალური აზროვნება, ამ შემთხვევაში, ყოველგვარ ზღვარს სცდება.  ეს მხოლოდ უკიდურესად ნეგატიურად შეიძლება შეფასდეს. რუსეთის, ან რუსების იზოლაციის ნებისმიერი მცდელობა არის პროცესი, რომელსაც პერსპექტივა არ აქვს.  ადრე თუ გვიან, ევროპა დაეჭვდება ზელენსკის ქმედებებში და იმაში, უნდა გადაიხადონ თუ არა უკრაინის მოქალაქეებმა პრეზიდენტის ახირებებისთვის”. – თქვა პესკოვმა