შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, 1998 წელს დაბადებულმა რ.პ-მ 1983 წელს დაბადებულ კაცს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
უწყების ცნობით, ამის შემდეგ, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მან ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა, ხანძარი გააჩინა და მიიმალა.
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინება მიიღო ზუგდიდის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შესახებ. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ 1983 წელს დაბადებული ვ.ვ., რომელსაც, პირველადი დათვალიერებით, სხეულზე სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდა.
ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით”,– აცხადებს შსს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.