ზურაბიშვილის თქმით, კიევში მისი არმიწვევის მიზეზი მთავრობებს შორის არსებული ურთიერთობაა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის ყოველთვის მზად იყო და დღესაც მზადაა უკრაინაში ჩავიდეს. ჟურნალისტმა ზურაბიშვილს ჰკითხა რა არის მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ის არ მიიწვია კიევში. ამის შესახებ ზურაბიშვილმა “უკრაინსკაია პრავდასთან” განაცხადა.

“ეს არ არის პირადი და ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ აღვწერეთ, როგორც ამ ეტაპზე არასრულად დამაკმაყოფილებელი ურთიერთობა სამთავრობო წრეებს შორის. ასე რომ, გარკვეულწილად, მე განვიცდი მის შედეგებს, მაგრამ კიდევ ერთხელ, [მე] მზად ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა. იმედი მაქვს, რომ ეს შესაძლებლობა ყირიმის პლატფორმასთან ერთად მოვა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.