„შექმნილია რევოლუციური კომიტეტი, რომლის ნაწილებსაც წარმოადგენენ სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, მათ შორის, ზურა გირჩი ჯაფარიძე. მისმა აქცია-პერფორმანსებმა მაინც და მაინც ვერ იმოქმედა ვერც რუსეთის საწინააღმდეგოდ, რასაც გვთავაზობდა, როგორც მექანიზმს და ვერც პოლიტიკურ ველზე დამკვიდრდა, აქედან გამომდინარე, ის შეუერთდა საერთო რევოლუციურ მიმდინარეობას, რომლის მთავარი ამოცანაა, არ მიეცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი. მისი ფანტაზიები, რასაკვირველია, არ შემოიფარგლება მხოლოდ ტანსაცმლის შემოძარცვით, ახლა ახალი მოიგონა, რომ აუცილებლად უნდა იყოს სრული საბოტაჟი ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც შესულია ევროკავშირის 12 რეკომენდაციაში“,

ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ზურა ჯაფარიძის განცხადებას, რომ ნაკლები ალბათობაა, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.