„არჩევნები ესაა ყველაზე დიდი მონაპოვარი, რაც კი აქვს კაცობრიობას, ჩვენ ახლა ვიმყოფებით საარჩევნო პროცესში. როგორც მოგეხსენებათ, “ქართული ოცნება“ არის ამ არჩევნებში გამარჯვებული. სპორტის მაგალითზე რომ ვთქვათ, ახლა მიმდინარეობს თამაშის ბოლო წუთები, პრაქტიკულად, დამატებითი დრო. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი უპირატესობა და კიდევ უნდა გავზარდოთ ეს უპირატესობა ბოლო წუთებში – 41:0 დასრულდება [თამაში]”

თქვა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თავისუფლების მოედანზე იმედის ეთერში.