თარიღმა გადმოიწია 1 კვირით, შაბათიდან გვექნება ვაქცინა – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინა საქართველოში დაგეგმილზე 1 კვირით ადრე შემოვა.

“დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით, თარიღმა გადამოიწია 1 კვირით, შაბათიდან საქართველოში ჩვენ გვექნება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ძალიან დიდი მადლიერება მათ მიმართ”,– თქვა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე.

მისივე განმარტებით, შაბათს საქართველო AstraZeneca–ს 43 ათას დოზა ვაქცინას მიიღებს.