ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაადგინა, რომ ბრალდებულმა სატყეო უბანში მიწის ნაყოფიერი ფენის მოპოვების სანაცვლოდ, ერთ-ერთ პირს ქრთამის სახით 750 ლარი მოსთხოვა.
რეინჯერი თანხის აღების დროს დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.