თბილისის წიგნის ფესტივალი ვირტუალურ სივრცეში ჩატარდება

თბილისის წიგნის ფესტივალი წელს ვირტუალურ სივრცეში ჩატარდება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ავრცელებს:

“მოგესალმებით, მეგობრებო! 

მაისის ბოლოს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ტრადიციულად ტარდება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი. ამ ღონისძიებას ყოველწლიურად ათიათასობით მკითხველი მოუთმენლად ელის. თუმცა, წელს მსოფლიო პანდემიამ ასოციაციას ფესტივალთან დაკავშირებული გეგმები შეაცვლევინა.

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, წიგნის დღესასწაული ტრადიციულ დროს ჩატარდება, ოღონდ ამჯერად ონლაინ სივრცეში გადაინაცვლებს.

30 და 31 მაისს პირველად გაიმართება თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი.

ფესტივალის მისამართია https://www.facebook.com/tbilisibookfair/

დეტალურ ინფორმაციას პროგრამასთან და წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვასთან დაკავშირებით მოგვიანებით მოგაწვდით. 

 უშუალოდ თბილისის წიგნის 22-ე საერთაშორისო ფესტივალი კი, საშემოდგომოდ გადაიდო და 2020 წლის 24-27 სექტემბერს კვლავაც ტრადიციულ ადგილას, “ექსპო ჯორჯიაში” გაიმართება. ეს გადაწყეტილება ასოციაციამ ფესტივალის პარტნიორებთან, სპონსორებთან და მონაწილეებთან კონსულტაციას შედეგად მიიღო“– ნათქვამია განცხადებაში.