ხვალ, 7 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი ამის მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, გრიბოედოვის, ლაღიძის, ჩიტაძის, ზუბალაშვილების, ალექსანდრე ჭავჭავაძის (ნაწილობრივ), ზურაბ ჟვანიას, შევჩენკოს, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ვასო აბაშიძის, ასათიანის, თაბუკაშვილის, ვირსალაძის, ჭანტურიას, ინგოროყვას, არსენას, ვეძინის, ლიხის, მესხის, გიორგი გიგაურის, ჩაბალის, სულიკო ჟღენტის და ელიზბარ ზედგენიძის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), ქსნის და კარალეთის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, არდაზიანის, ვაზისუბნის, სოკრატ არშბას, შარტავას, გაგარინის, ზემო ვეძისის, სახოკიას, გაბრიელ ისაკაძის, ბაჩანა ბრეგვაძის, ტაშკენტის, საირმის (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის, საბურთალოს და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ოსიპ მანდელშტამის, მხარგრძელის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯავახეთის, წულუკიძის, 17 შინდისელი გმირის, შანდორ პეტეფის და ჩაჩუას ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ვაჟა ივერიელის, ხახანაშვილის და წინანდლის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.