თბილისში დაკარგული მოზარდები იპოვეს

თბილისში დაკარგული არასრულწლოვნები იპოვეს. ინფორმაციას შსს ადასტურებს და აცხადებს, რომ   ბავშვები პოლიციამ თბილისში იპოვა და ისინი თავს კარგად გრძნობენ.

არასრულწლოვნები სახლიდან გუშინ გავიდნენ და ოჯახისთვის მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობი იყო.

“გუშინ სკოლაში წავიდნენ და იმის მერე აღარ გვინახავს, ინფორმაცია გვაქვს რომ საღამოს 9 საათზე გალერეაში უნახავთ, მაგის მერე აღარაფერი არ ვიცით. იქნებ დამეხმაროთ ვინმეს სადმე ხოარ შეგხვდათ. ლურჯი ჟილეტი აცვია ნიკას, ცოტნეს შავი მოსაცმელი” – წერდა ერთ-ერთი დაკარგული არასრუწლოვანის ოჯახის წევრი სოციალურ ქსელში.