ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და რეანიმაციაში იმყოფებოდა.
„ბავშვს ჰქონდა ცერებრული დამბლა, ეპილეფსია, სეპტიური შოკი განვითარდა, ასევე კოვიდ ინფექცია“,-ამბობს ჩხაიძე.