თემურ წიკლაურს 4 თებერვალს დაკრძალავენ

მომღერალ თემურ წიკლაურს ხუთშაბათს, კოჯორში დაკრძალავენ.

ანსამბლ “ივერიის” წევრი ნუგზარ კვაშალი ipn–თან საუბრისას ამბობს, რომ პანაშვიდი დღეს და ხვალ ლურჯ მონასტერში გაიმართება.

„თემური დაასვენეს ლურჯ მონასტერში, სადაც სტიქაროსანი იყო რამდენიმე წელი. დღეს და ხვალ იქნება პანაშვიდი. კოჯორში იქნება გასვენება, სადაც მისი გიორგია დასაფლავებული“, -ამბობს ნუგზარ კვაშალი.

75 წლის ცნობილი ქართველი მომღერალი თემურ წიკლაური გუშინ კორონავირუსით გარდაიცვალა. ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.