თვალებს რომ დახუჭავ, გიქმნის განცდას, რომ სადღაც ჯოჯოხეთში მიგაქანებს – თინა ხიდაშელი

“თვალებს რომ დახუჭავ, გიქმნის განცდას, რომ სადღაც ჯოჯოხეთში მიგაქანებს” – თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი,  კოვიდის მტკივნეულ შედეგებზე საუბრობს.

„არ ვიცი, როგორ დაიწყო ეს კოვიდ ისტორია, იმიტომ რომ, არ ვიცი, როგორ მოვიდა ჩვენთან! ოჯახის დანარჩენ წევრებს, მე გადავდე ვირუსი, თუმცა საბედნიეროდ, მათი კოვიდ ისტორიები, მოკლე აღმოჩნდა.შედეგები, არ იყო ისეთი მტკივნეული სხვებისთვის, როგორც ჩემთვის. ყველაზე რთული იყო, პირველი ორი ღამე, კლინიკაში ყოფნის დროს.თვალებს რომ დახუჭავ, გიქმნის განცდას, რომ სადღაც ჯოჯოხეთში მიგაქანებს. გონებაც ბინდში გაქვს და ირევა ეს ოპტიმიზმი და უკიდურესი ნეგატივი, რომელიც გონებას ერთდროულად მოაქვს ფაქტიურად. ცოცხალი გადავრჩი!“ – ხიდაშელი გადაცემაში „ექიმები“, კოვიდის მწვავე შედეგებზე.