“უმძმესი მდგომარეობა მაქვს. თვალწინ მიკლავენ ერთადერთ შვილს. 40 დღეზე მეტია ის შიმშილობს, დაუმძიმდა მდგომარეობა, დაეწყო ტკივილები. კატეგორიულად არ გადაჰყავთ კლინიკაში, რომელიც მას აუცილებლად სჭირდება. მივმართავ ყველას, დამეხმარეთ, დაგვეხმარეთ. მივმართავთ კიდევ ერთხელ ყველას, ნუ დაუშვებთ იმას, რომ მოგვიკლან ასე თვალწინ ადამიანი, რომელმაც შეგვიქმნა სახელმწიფო, წარმატებული სახელმწიფო შეგვიქმნა. რა არის მისი დანაშაული? ის, რომ უყვარს თავისი ქვეყანა, ის რომ არის თავისი ქვეყნის პატრიოტი, რამაც დააბრუნა თავის ქვეყანაში ყველაფრის მიუხედავად, ამ საშიშროების მიუხედავად, რომელიც სრულიად ნათელი იყო რომ მას ელოდება. ძირითადი მისი დანაშაული ვიცით რა არის, რომ 2008 წელს მან უბრძოლველად არ ჩააბარა თავისი საყვარელი ქვეყანა აგრესორს, რომელმაც მანამდე მოასწრო მიიტაცა ჩვენი ტერიტორიის 20%.

ძალიან გთხოვთ. ვიცი, ყველაფერი კეთდება. ყველა ადამიანი აკეთებს შესაძლებელსა და შეუძლებელს, მაგრამ როგორც ჩანს, უფრო მეტია საჭირო. გადავარჩინოთ ეს სიცოცხლე. ძალიან გთხოვთ”

ამბობს მიხეილ სააკაშვილოს დედა, გიული ალასანია ვიდეომიმართვაში.