თურქეთი რუსეთს, უკრაინასა და გაერო-ს მოლაპარაკებების მასპინძლობას სთავაზობს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას შესთავაზა რუსეთს, უკრაინასა და გაერო-ს მოლაპარაკებების მასპინძლობა სტამბოლში.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა რუსეთსა და უკრაინას, რაც შეიძლება მალე დაამყარონ მშვიდობა, მიიღონ ზომები “ომის უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად და ნდობის გასაძლიერებლად“.

როგორც ცნობილია, ერდოღანი გეგმავს ვოლოდიმირ ზელენსკისთან დარეკვასაც, თუმცა კონკრეტულად როდის მოხდება ეს, უცნობია. დღეს ზელენსკის ადმინისტრაციამ არ გამორიცხა თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებთან სამმხრივი სატელეფონო საუბრების შესაძლებლობა.