შესაძლოა, ზელენსკი პუტინთან და ერდოღანთან სამმხრივ მოლაპარაკებებს დათანხმდეს

ვოლოდიმირ ზელენსკი არ გამორიცხავს თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებთან სამმხრივი სატელეფონო საუბრების შესაძლებლობას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა.

“უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი განიხილავს წინადადებას სატელეფონო საუბრების გამართვის შესახებ რუსეთისა და თურქეთის ხელმძღვანელებთან, ვლადიმერ პუტინთან და ტაიპ ერდოღანთან, თუ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი მზად იქნება მასში მონაწილეობის მისაღებად”,– თქვა მან უკრაინული მედიის ცნობით.

გუშინ რეფეთ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ სურს სატელეფონო საუბრის გამართვა პუტინთან და ზელენსკისთან. ის მხარეებს მოუწოდებს, კონფლიქტი დიპლომატიისა და დიალოგის გზით გადაჭრან.